ჭდე: ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძეს ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელთან, ოთარ აბესაძესთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ, სავარაუდოდ 23 ოქტომბერს კი მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება. მისივე თქმით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება თავად სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბესაძეს არამხოლოდ ფსიქოლოგიური […]

ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და აბესაძე გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, პირველი წარდგენის სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარემოებები და საფრთხეები რაც იყო, კვლავ რჩება და შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ამ ეტაპზე […]

ოთარ აბესაძე შეიძლება პატიმრობიდან გაათავისუფლონ – “მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის”

ოთარ აბესაძე შეიძლება პატიმრობიდან გაათავისუფლონ - "მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის"

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს. დღეს აბესაძის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობასთან ერთად, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ. დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ოთარ აბესაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გირაოთი შეიცვალოს. ამასთან, ადვოკატები კვლავ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, იმ პერიოდში, […]

პროკურორი მარშანია: ”ოთარ აბესაძე ქრთამით მოპედის ყიდვას აპირებდა…ის ჩვენებაში თანამდებობის პირებს ასახელებს”

პროკურორი მარშანია: ”ოთარ აბესაძე ქრთამით მოპედის ყიდვას აპირებდა...ის ჩვენებაში თანამდებობის პირებს ასახელებს”

პროკურორ ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება. გარდა ამისა, პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულმა პირმა აბესაძეს უთხრა, რომ არ ჰქონდა იმ ეტაპზე 3 ათასი დოლარი და მხოლოდ ათასი დოლარის მიცემა […]

ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე მიმალვის საფრთხე. როგორც მოსამართლე რომან ხორავამ აღნიშნა, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო. თავის მხრივ, დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ინტერპრესნიუსი

ოთარ აბესაძეს ბრალი წაუყენეს

ოთარ აბესაძეს ბრალი წაუყენეს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ოთარ აბესაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ უკვე გადაეცათ საქმის მასალები, თუმცა, ბრალდებულის თხოვნით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ბრალის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია დღესვე სასამართლოში გადაიგზავნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის […]

ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე  დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის თანამშრომელს ბრალს დღეს წარუდგენენ. აღიარებს თუ არა დანაშაულს ოთარ აბესაძე, ამ დრომდე უცნობია. დაკავებული სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით მისმა უფლებადამცველმა მეორედ მოინახულა. ირმა ჭკადუას ინფორმაციით, აბესაძეს ემოციური ფონის გამო დამამშვიდებლები აქვს მიღებული და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის ქვეშ მყოფთან საქმის დეტალებზე […]

ირმა ჭკადუა: „ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს“

ირმა ჭკადუა: „ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს“

ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს. ირმა ჭკადუა მისი დაცვიქვეშ მყოფთან იმყოფებოდა, მან სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა: – დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან დიდი ხანიც ვერ ვისაუბრეთ მასთან. მას სჭირდება ცოტა ხანი დამშვიდება, ჩვენ მოგვიანებით კიდევ მოვინახულებთ და მასთან შევაჯერებთ იმას, თუ რა […]