ირმა ჭკადუა: „ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს“

ირმა ჭკადუა: „ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს“ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს. ირმა ჭკადუა მისი დაცვიქვეშ მყოფთან იმყოფებოდა, მან სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა:

– დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან დიდი ხანიც ვერ ვისაუბრეთ მასთან. მას სჭირდება ცოტა ხანი დამშვიდება, ჩვენ მოგვიანებით კიდევ მოვინახულებთ და მასთან შევაჯერებთ იმას, თუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, – განაცხადა ჭკადუამ.

აბესაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, მას ქრთამის აღება ედება ბრალად.

ნიუპოსტი