ჭდე: პაატა სალია

ნოდარ მელაძე – “პაატა სალიასთან ერთად დავგეგმეთ რუსთავი 2-ის შემოდგომის ბადე”

ნოდარ მელაძე ქიბარ ხალვაშზე - "ყველაფერი გასაგებია"

„რუსთავი 2“-ზე ახალ დირექტორთან დაიგეგმა ბადე, რომლითაც არხი ახალი სეზონიდან გავა ეთერში. რა გადაცემები მოხვდა ბადეში, ამის შესახებ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „პირველივე დღიდანვე, რაც არხზე მოვიდა ახალი გენდირექტორი პაატა სალია, დღის განმავლობაში რამდენიმე  შეხვედრა და თათბირიც იყოს მასთან. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც არ შეჩერებულა. დღესაც იყო პროგრამირების საბჭო გენერალურ დირექტორთან, […]

პაატა სალია – ”ქიბარ ხალვაში ჩემ მოხსნას არ აპირებს”

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

ქიბარ ხალვაში აპირებს დასავლური გამოცდილების მქონე მედიამენეჯერის შერჩევას იმის თვის, რომ არხი მეტად წარმატებული გახდეს, -ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. სალიას თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეცვლა იგეგმება, მათ შორის, არც თავად პაატა სალიასი. მისივე თქმით ეს იქნება ადამიანი რომელსაც ექნება გამოცდილება და ამ მიზნით უკვე მიდის […]

პაატა სალია – ”ხალვაში, აქიმიძე და დვალი რუსთავი 2-ის წილებზე მოლაპარაკებას შეძლებენ”

პაატა სალია - ”ხალვაში, აქიმიძე და დვალი რუსთავი 2-ის წილებზე მოლაპარაკებას შეძლებენ”

„რუსთავი2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია მიიჩნევს, რომ ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას შეძლებენ. „ყველასთვის ცნობილია ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელიც მან 18 ივლისს გააკეთა და ამ განცხადებაში მან მოიხსენია ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. მათაც მიულოცა ეს გამარჯვება და თქვა, რომ მათთან ერთად ეცდება შემდგომ ამ კომპანიის მომავალი დაინახოს. […]

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ს საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ს საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა

„რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი არხის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება. ცოტა ხნის წინ დასრულდა “კურიერისა” და “პოსტკრიპტუმის” გუნდის შეხვედრა პაატა სალიასთან. სალიას თქმით, მან გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად. „რუსთავი 2“- ის ახალი გენერალური დირექტორის ამბობს, რომ ხალვაში ასევე უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც […]

პაატა სალია – ”გაბუნიას ჩემი ნახვა არ გაუხარდა”

პაატა სალია - ”გაბუნიას ჩემი ნახვა არ გაუხარდა”

მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ, – ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მომხრე, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტელევიზიაში მუშაობა განაგრძოს, როცა ორთვიანი სანქციის ვადა გავა. პაატა სალიას განცხადებით, როგორც მისი, ასევე ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო, რომ ყველა რჩება დაკავებულ თანამდებობებზე, გარდა არხის ყოფილი გენერალური დირექტორის […]

პაატა სალია რუსთავი 2-ის ფინანსურ დირექტორ ირაკლი ნიჟარაძეს შეხვდა

პაატა სალია რუსთავი 2-ის ფინანსურ დირექტორ ირაკლი ნიჟარაძეს შეხვდა

“რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია, “რუსთავი2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება. შეხვედრა პაატა სალიასა და ირაკლი ნიჟარაძეს შორის, ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სალია “რუსთავი2”-ში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. ხალვაშის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად კი მისი ადვოკატი […]

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. როგორც სალიამ შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს ტელეკომპანიის მენეჯმენტს და თანამშრომლებს შეხვდეს. „გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. […]

“თქვენ მიღმა ივანიშვილს ვხედავთ” – პაატა სალია “კურიერის” გუნდს შეხვდა

"თქვენ მიღმა ივანიშვილს ვხედავთ" - პაატა სალია "კურიერის" გუნდს შეხვდა

„მე მოვედი კონკრეტული გეგმით, რომ მესაუბრა კონკრეტულ ადამიანებთან,“ – ეს განცხადება, „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა. „ჟურნალისტებთანაც მინდა საუბარი, მაგრამ ჯერ მინდა გავერკვე რამდენი თანამშრომელია, რომ დავგეგმოთ შეხვედრები, ვისაუბროთ ერთობლივად,“ – ამბობს სალია. პაატა სალიას თქმით, ჟურნალისტებთან საუბრამდე მენეჯმენტის წარმომადგენლებთან სურს შეხვედრა, თუმცა, დღეს ისინი სამსახურში უკვე აღარ იმყოფებიან. „ღამე დარჩენას არ […]

”მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ” – ნიკა გვარამია პაატა სალიას შეხვდა

”მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ” - ნიკა გვარამია პაატა სალიას შეხვდა

რუსთავი2″-ში პაატა სალიას და ნიგა გვარამიას რამდენიმე წუთიანი შეხვედრა გაიმართა. სალიას შენობის შესასვლელ კართან ნანუკა ჟორჟოლიანი შეხვდა, რომელმაც მას ნიკა გვარამიას კაბინეტის გზა მიასწავლა. მან სალიას უთხრა, რომ ნიკა გვარამიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასთან შეხვედრას აპირებდა. “არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით […]

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა – “ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას”

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა - "ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას”

პაატა სალია “რუსთავი2”-ში მივიდა. სალია, რომელიც საჯარო რეესტმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ამბობს, რომ კომპანიაში მოვიდა იმისთვის, რომ იმუშავოს. „მოვედი იმისთვის, რომ ვიმუშაოთ… პირველ რიგში, მინდა შევხვდე ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს კომპანიის ძირითადად, იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში, რაიმე შეფერხება რომ არ მოხდეს ამ დღეებში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,“ – ამბობს […]