„რუსთავი 2“-ზე ახალ დირექტორთან დაიგეგმა ბადე, რომლითაც არხი ახალი სეზონიდან გავა ეთერში. რა გადაცემები მოხვდა ბადეში, ამის შესახებ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველივე დღიდანვე, რაც არხზე მოვიდა ახალი გენდირექტორი პაატა სალია, დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა და თათბირიც იყოს მასთან. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც არ შეჩერებულა. დღესაც იყო პროგრამირების საბჭო გენერალურ დირექტორთან, სადაც ვიყავი მეც, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე სხვა გადაცემების ხელმძღვანელები. შეხვედრაზე დაიგეგმა შემოდგომის ბადე, სადაც ყველა გადაცემა არის ბადეში. მათ შორის “არჩევანი”, „პოსტკრიპტუმი“, „კვირის აქცენტები“, „ვანოს შოუ“ და ყველა ის გადაცემა, რომელიც დღემდე გადიოდა ეთერში. დღევანდელი საბჭოს შემდეგ ყველა გადაცემა სექტემბრიდან ბადეშია. ამ მოცემულობით ვართ“, – განმარტა მელაძემ.
პრაიმ ტაიმი

