პაატა სალია რუსთავი 2-ის ფინანსურ დირექტორ ირაკლი ნიჟარაძეს შეხვდა

პაატა სალია რუსთავი 2-ის ფინანსურ დირექტორ ირაკლი ნიჟარაძეს შეხვდა“რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია, “რუსთავი2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება. შეხვედრა პაატა სალიასა და ირაკლი ნიჟარაძეს შორის, ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

სალია “რუსთავი2”-ში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. ხალვაშის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად კი მისი ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა. გენერალური დირექტორის ცვლილების შესახებ ხალვაშის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა დაადასტურა.