ჭდე: ფეისბუქი

ფეისბუქმა რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა

„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

„ფეისბუქმა“ რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა, ვინაიდან ისინი „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია. მემარჯვენე ვებგვერდის – InfoWars-ის ხელმძღვანელი ალექს ჯოუნსი, მისი ბრიტანელი რედაქტორი პოლ ჟოზეფ უოთსონი და ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის რედაქტორი მილო იანოპულოსი სიძულვილის ენაში დაადანაშაულეს და „ფეისბუქმა“ დაბლოკა. ამას გარდა, პოლიტიკურ რელიგიური მოძრაობა Nation of Islam-ის ლიდერი ლუის ფარახანიც დაიბლოკება, ვინაიდან იგი ანტისემიტური მოსაზრებების გამოხატვით გამოირჩევა. […]

რა ხდება ფეისბუქში? – “ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად”

„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

სოციალურ ქსელ ფეისბუქს  უკვე რამდენიმე საათია მთელს მსოფლიოში წვდომა აქვს შეზღუდული. ​ ცოტა ხნის წინ “ფეისბუქის” ადმინისტრაციამ Twitter-ზე დაპოსტა და მომხმარებლებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა. “ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ამჟამად Facebook-ის აპლიკაციებთან წვდომის პრობლემა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. პრაიმ ტაიმი

„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

კომპანია „ფეისბუქმა” რამდენიმე ასეული ანგარიშისა და გვერდის გაუქმების შესახებ განაცხადა, რომლებიც საეჭვო ქმედებებში იყვნენ ეჭვმიტანალი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კომპანიის განცხადებით, ეს გვერდები, შესაძლოა, რუსეთთან და რუსულ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკთან“ იყვნენ დაკავშირებული. „ჩვენ აღმოვაჩინეთ ორი ოპერაცია, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობდა: პირველი ეხებოდა მთელ რიგ ქვეყნებს, მეორე კი – უკრაინას. ჩვენ ამ ოპერაციებს შორის რამე სახის კავშირი ვერ […]

ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდა

ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში მდებარე ფეისბუქის კამპუსიდან ევაკუაცია დაიწყო. როგორც CNN წერს, მიზეზი შენობაში სავარაუდოდ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობაა. ოფისში გამნაღმველები და პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში საეჭვო არაფერი უპოვიათ და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე იძიებენ, ვინ დარეკა პოლიციაში, “ფეისბუკის” შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ნიუპოსტი

ცუკერბერგი – ”ფეისბუკის 50 მილიონი ექაუნთი უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს”

ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა

ფეისბუკის 50 მილიონი ექაუნთი უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს, ამის შესახებ ფეისბუკზე ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა. ცუკერბერგის თქმით, უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება გუშინ მოხდა და კომპანიამ პრობლემა უკვე აღმოფხვრა. Facebook-ის დამფუძნებელის თქმით, ჯერჯერობით უცნობია მოხდა თუ არა ჰაკერების მიერ მიღებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება. ცუკერბერგის განცხადებით, შესაბამისი ღონისძიებები უკვე გატარდა და ყველა ექაუნთი […]

ფეისბუქზე წვდომა შეწყდა

ფეისბუქზე წვდომა შეწყდა

სოციალურ ქსელ  ფეისბუქზე წვდომა რამდენიმე ხნით მთელ მსოფლიოში შეიზღუდა. ამის შესახებ პორტალი Downdetector-ი იტყობინება. მომხმარებლები კომპანიის გვერდზე ჩივიან, რომ მათ წვდომა სრულად შეეზღუდათ. ზოგიერთი აპლიკაციის განადგურებაზე წერს. წვდომის აღმნიშვნელ რუკაზე ნაჩვენებია, რომ ძირითადად ევროპული ქვეყნების, აშშ-ს ინდოეთის და ავსტრალიის ქვეყნებიდან ჩივიან. დიდ ნაწილს, ფეისბუქის გვერდის ნაცვლად თეთრი ეკრანი ეხსნება. ბოლოს მსგავსი შემთხვევა მაისში მოხდა. მაშინ პრობლემები რამდენიმე საათში მოგვარდა. იმედინიუსი

Facebook-ი ცვლილებების დანერგვის პირობას დებს

Facebook-ი ცვლილებების დანერგვის პირობას დებს

სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებელს პირადი ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობას გაუადვილებს. ამ ფონზე, სოციალური ქსელი კრიტიკის საგანია, რადგან Facebook-ის გამოყენებით, ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკამ” 50 მილიონი ადამიანის ინფორმაცია მოიპოვა და ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ გამოიყენა. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს. ინფორმაციის მოპოვებაში ადამიანების ვინაობის, ტელეფონის ნომრებისა და ანდროიდის სისტემების ტელეფონებზე გაგზავნილი მესიჯებისა და […]

FACEBOOK-ის მოგება 56%-ით გაიზარდა

FACEBOOK-ის მოგება 56%-ით გაიზარდა

Facebook-ის წმინდა მოგებამ 2017 წელს $15,9 მლრდ შეადგინა. წინა წელთან შედარებით ზრდამ 56%-ს გადააჭარბა. 2017 წლის დეკემბერში იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობდნენ კომპანიის სერვისით, 1,4 მილიარდ ადამიანს შეადგენდა. Facebook-ის მომხმარებელთა წლიურმა ზრდამ 14%–ს მიაღწია.

ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს

ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს

სოციალური ქსელების მომხმარებლების თქმით, Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ Down Detector-ი წერს, რომელიც პოპულარული ვებგვერდების მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს. მომხმარებლების უმრავლესობა აცხადებს, რომ Facebook-ზე ავტორიზაცია გართულებულია, ასევე შეფერხებულია პოსტების,კომენტარების და ფოტოების გამოქვეყნება. შეფერხებებია აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. Facebook-ს განარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. Facebook-მა Instagram-ი 2017 წლის აპრილში მილიარდ დოლარად შეიძინა.

რატომ არ მუშაობს ფეისბუქი?

რატომ არ მუშაობს ფეისბუქი?

სოციალური ქსელი “ფეისბუქი” შეფერხებით მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ დესკტოპ-ვერსიით ვერ შედიან პირად პროფილზე, ან ვერ ახერხებენ გამოსვლას ექაუნთიდან, ვერ აზიარებენ და “ალაიქებენ” ფოტოებს და ა.შ. როგორც express.co.uk წერს, ამ კვირაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფეისბუქი “ჭედავს”. საიტი Down Detector, რომელიც ინტერნეტგვერდების მუშაობის პრობლემებს იკვლევს, წერს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ჩივის იმაზე, რომ ვერ ახერხებენ […]