ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდა

ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდაკალიფორნიაში მდებარე ფეისბუქის კამპუსიდან ევაკუაცია დაიწყო.

როგორც CNN წერს, მიზეზი შენობაში სავარაუდოდ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

ოფისში გამნაღმველები და პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში საეჭვო არაფერი უპოვიათ და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე იძიებენ, ვინ დარეკა პოლიციაში, “ფეისბუკის” შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.

ნიუპოსტი