ქობულეთის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის ცენტრში მამაკაცი დაჭრესქობულეთის ცენტრში სისხლიანი გარჩევა დაჭრით დასრულდა. შემთხვევა გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაჭრას წინ 2 ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. დაშავებული ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა.

მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე 1 პირია დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება.

ტვ 25