ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალაქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან მდინარე კინტრიშშიგადავარდა.

დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

პრაიმ ტაიმი