ჭდე: საბერძნეთი

საბერძნეთში 60 წელზე უფროსი მოსახლეობის აცრა სავალდებულო ხდება

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და არავაქცინირებული პირები თვეში 100 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან. „60 წლის ასაკიდან საბერძნეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერჯერობით ვაქცინირებულები არ არიან, ასაცრელად ვიზიტი 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ, წინააღმდეგ შემოხვევაში მათ ყოველ თვეში 100 ევროთი დაჯარიმება ემუქრებათ,“- აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. ცნობისათვის, საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი […]

საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ იკარიას სანაპიროსთან 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მისი ცნობით, ეპიცენტრი კუნძულ იკარიაზე მდებარე ქალაქ აგიოს კირიკოსიდან 31 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. დაზარალებულთა და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. რეპორტი

საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის მთელს აღმოსავლეთ რეგიონში, მათ შორის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ასევე თურქეთში და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე. ბიძგები დაფიქსირდა კვიპროსში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაშიც. საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 58 კილომეტრის სიღრმეზე კარპატოსიდან ჩრდილო […]

საბერძნეთში, კრეტაზე მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში, კრეტაზე მიწისძვრა მოხდა - 1 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე – 5.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა მრავალი ადამიანი. დაზიანდა სახლები და ეკლესიები. მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის ოთხ ყველაზე დიდ ქალაქში ქვათა ცვენა დაიწყო, რამაც ასევე მასშტაბური ზიანი მოუტანა მოსახლეობას. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სახლებიდან და სკოლებიდან ხალხის ევაკუაცია მალევე მოხერხდა, მიწისძვრის შემდეგ მომხდარმა ბიძგებმა კი ძირითადად კუნძულზე არსებული სოფლები დააზიანა. რუსთავი […]

საბერძნეთში ისრაელიდან მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში ისრაელიდან მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავიაკატასტროფა საბერძნეთში – მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა კუნძულ სამოსთან მოხდა. კერძო თვითმფრინავი ისრაელიდან საბერძნეთის მიმართულებით მიფრინავდა. დაიღუპა ისრაელის ორი მოქალაქე. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. რუსთავი 2

“ეხვეწებოდა, არ მომკლაო” – საბერძნეთში ქართველი ქალი ქართველმა საყვარელმა მოკლა

"ეხვეწებოდა, არ მომკლაო" - საბერძნეთში ქართველი ქალი ქართველმა საყვარელმა მოკლა

საბერძნეთში, თესალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა კაცმა მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლებს ქალის ყვირილის ხმა შემოესმათ, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. საზარელ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს – მათ დაინახეს ქართველი კაცი, რომელიც […]

საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კმ-იანი ბარიერი აღმართა

საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კმ-იანი ბარიერი აღმართა

საბერძნეთმა, ავღანეთიდან მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთთან საზღვარზე 40-კილომენტრიანი ბარიერი აღმართა და სათვალთვალო სისტემა დამონტაჟა. „ჩვენ არ შეგვიძლია პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება”, – განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა. მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღონ. საბერძნეთის პრემიერ -მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა […]

საბერძნეთი – ხანძარს გამოქცეული მოხუცი ცოლ-ქმარი სამაშველო გემზე

საბერძნეთი - ხანძარს გამოქცეული მოხუცი ცოლ-ქმარი სამაშველო გემზე

ენით აღუწერელია კადრები, რომლებიც ევიიდან ვრცელდება. ვინც შორიდან ვუყურებთ, რთული წარმოსადგენია, რას გრძნობენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ბევრი დრო, რომლებიც გაექცნენ ცეცხლს და თან არაფერი წაიღეს, რადგან ამ კატასტროფულ მდგომარეობაში მნიშვნელობა მხოლოდ სიცოცხლეს აქვს. ვრცელდება ფოტო, რომელზეც გამოსახულია სამაშველო გემზე მყოფი მოხუცი ცოლ-ქმარი, მამაკაცი 89 წლის, ხოლო ქალბატონი 87 წლის. ისინიც ალმოდებულ სახლს გაეცალნენ, სრულიად […]

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ზაკინთოს წყლებში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ირკვევა, რომ თვითმფრინავს დაუფიქსირდა დაზიანება, რაც პილოტმა შენიშნა და დაჯდომის პროცესი დაიწყო, ვინაიდან ფრენას ვერ გააგრძელებდა. წინასწარი ცნობებით, მან ვერ მოასწრო და თვითმფრინავი ჩამოვარდა. პილოტი გადარჩა და არ აღენიშნება დაზიანებები, ვინაიდან ხომალდი ხეებზე დაეცა. გეორგიანს გრ

“ცოცხლად დავიწვებით, დროზე თუ არ გავასწარით” – რა ხდება საბერძნეთში

"ცოცხლად დავიწვებით, დროზე თუ არ გავასწარით" - რა ხდება საბერძნეთში

ტრაგიკულ კადრებს საბერძნეთში ბოლო არ უჩანს. როცა მოსახლეობას ჰგონია, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩაწყნარდა, სწორედ მაშინ ხდება ცეცხლის გაღვივება და აფეთქება, რაც შემდეგ იწვევს ალის გავრცელებას, თანაც ძალიან სწრაფად. ევიაში მდგომარეობა განსაკურებით კრიტიკულია. მოსახლეობა ცარიელი ხელებით გარბის და უკან ტოვებს სახლებს, ქონებას, რომელთა ასაშენებლად და მოსაპოვებლად მთელი ცხოვრება შრომობდნენ. ისინი უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან და […]