საბერძნეთი – ხანძარს გამოქცეული მოხუცი ცოლ-ქმარი სამაშველო გემზე

საბერძნეთი - ხანძარს გამოქცეული მოხუცი ცოლ-ქმარი სამაშველო გემზეენით აღუწერელია კადრები, რომლებიც ევიიდან ვრცელდება. ვინც შორიდან ვუყურებთ, რთული წარმოსადგენია, რას გრძნობენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ბევრი დრო, რომლებიც გაექცნენ ცეცხლს და თან არაფერი წაიღეს, რადგან ამ კატასტროფულ მდგომარეობაში მნიშვნელობა მხოლოდ სიცოცხლეს აქვს.

ვრცელდება ფოტო, რომელზეც გამოსახულია სამაშველო გემზე მყოფი მოხუცი ცოლ-ქმარი, მამაკაცი 89 წლის, ხოლო ქალბატონი 87 წლის. ისინიც ალმოდებულ სახლს გაეცალნენ, სრულიად ხელცარიელებმა დატოვეს საკუთარი კერა და თან წაიყვანეს ერთადერთი არსება, თავიანთი პატარა ძაღლი, ბელა.

გეორგიანს გრ