ჭდე: საბერძნეთი

საბერძნეთში 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე

საბერძნეთში 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე

ბერძენმა სამართალდამცავებმა 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც 20 წლის გოგოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Ekathimerini ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტით საბერძნეთის დატოვებას გეგმავდა. პოლიცია დაკავებულს გლიკა ნერაში ძარცვის დროს 20 წლის გოგონას მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დაკითხავს. ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცი ნასამართლევია, მათ შორის […]

ქართველი კანონიერი ქურდი დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს

ქართველი კანონიერი ქურდი დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს

ქართველი “კანონიერი ქურდი” დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. დავით სებისკვერაძემ სამი დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 67 წლის იუბილე აღნიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი პატიმარი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ცნობისთვის: 2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს, ქართული მაფიის სხვა წევრებთან ერთად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად. რუსთავი 2

საბერძნეთში ქართველები ყალბ პისიარ ტესტებს 10 ევროდ ყიდდნენ

საბერძნეთში ქართველები ყალბ პისიარ ტესტებს 10 ევროდ ყიდდნენ

საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლებსაც ბრალად კორონავირუსზე PCR ტესტის გაყალბებული ცნობების გაყიდვა ედებათ. ბერძნული მედიის ცნობით, უცხოელების ჯგუფი, რომელთა შორის უმეტესობა ქართველები არიან, ყალბ ცნობებს სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობისთვის იყენებდა. “ფაქტი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა მედდამ საავადმყოფოს ადმინისტრაციას წარუდგინა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი, თუმცა თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ის ყალბი იყო. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურებს ეცნობათ […]

საბერძნეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ქურდებმა ცემეს

საბერძნეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ქურდებმა ცემეს

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ქართველი კანონიერი ქურდი ზაზა ამბროლაძე ხელმძღვანელობდა, 46 წლის კრიმინალური ავტორიტეტის – ზვიად პაპიაშვილის საკითხი განიხილებოდა. 2008 წელს თბილისის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაპიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა კი საბერძნეთში მას ნიკოლოზ შალიბაშვილიც დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირების ამბავი კალაშოვამდეც მივიდა. შაქრო კალაშოვმა შალიბაშვილს დაუჭირა მხარი და თქვა, რომ “ის […]

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში – ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა. სტიქიურ უბედურებას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. იპნ

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, საქართველოს საკონსულო ათენში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მუდმივად ეკონტაქტება და ამ ეტაპზე, გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია კაცი, რომელიც ათენში სამუშაოდ იმყოფებოდა.

საბერძნეთში ქართველების ჯგუფი 24 ძარცვისთვის დააკავეს

საბერძნეთში ქართველების ჯგუფი 24 ძარცვისთვის დააკავეს

ბერძნულ მედიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ქართველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მრავალჯერად ძარცვაშია ეჭვმიტანილი. მათ მინიმუმ 24 ძარცვა მოაწყვეს. ბერძენმა სამართალდამცებმა ქართველების ჯგუფი 4 დეკემბერს დააკავეს და მათგან ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქუთაისისა და კასპის მკვიდრები არიან. წელს საბერძნეთში ეს ქართველების მასშტაბური დაკავების მეორე შემთხვევაა: მანამდე […]

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან 3 კვირიანი მკაცრი კარანტინი წესდება

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან 3 კვირიანი მკაცრი კარანტინი წესდება

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი შეზღუდვების თანახმად, საბერძნეთში საცალო ვაჭრობის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, დაიხურება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები ღია დარჩება, მაგრამ საშუალო სკოლები დაიხურება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ახალი შეზღუდვები ძალაში 3 კვირის განმავლობაში იქნება. „მე ვამჯობინე მკაცრი […]

“ქართველი დედა-შვილი მოვკალი და ცხედრები დავანაწევრე” – საბერძნეთში 13 წლის წინანდელი მკვლელობისთვის პაკისტანელები დააკავეს

"ქართველი დედა-შვილი მოვკალი და ცხედრები დავანაწევრე" - საბერძნეთში 13 წლის წინანდელი მკვლელობისთვის პაკისტანელები დააკავეს

ქართველი დედა-შვილი, რომელსაც 13 წლის მანძილზე ათენში, ანო პეტრალონადან გაუჩინარებულად თვლიდნენ,  პაკისტანელების მიერ მოკლული აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ პოლიციას ანონიმურმა წყარომ აცნობა, თუ ვინ იყვნენ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირები და გამოძიებამ მაშინვე მიაკვლია სამ კრიმინალს. აქედან ერთი პაკისტანელი ათენის ცენტრში მაღაზიებსაც ძარცვავდა. დაკავების შემდეგ მათ დანაშაული აღიარეს. ორ პაკისტანელს ბრალად უშუალო მკვლელობა ედება, ხოლო მესამე […]

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქვეყნის უდიდესი მიგრანტთა ბანაკი დაიწვა. ცეცხლის ლიკვიდირებას 25-მდე მეხანძრე ცდილობდა, მიგრანტთა ნაწილმა კი ევაკუაციისას დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, მიგრანტების პროტესტი გამხდარიყო, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდნენ. ცნობისთვის, გასულ კვირას ბანაკში კარანტინი გამოცხადდა, რადგან ერთ-ერთ მიგრანტს კორონავირუსი დაუდასტურდა.ამ დროისთვის, ბანაკში ვირუსით ინფიცირების სულ 35 შემთხვევაა გამოვლენილი. შეგახსენებთ, რომ […]