ქართველი კანონიერი ქურდი დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს

ქართველი კანონიერი ქურდი დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახესქართველი “კანონიერი ქურდი” დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს.

დავით სებისკვერაძემ სამი დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 67 წლის იუბილე აღნიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი პატიმარი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

ცნობისთვის: 2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს, ქართული მაფიის სხვა წევრებთან ერთად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად.

რუსთავი 2