საბერძნეთში მცხოვრები ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ქართველი კანონიერი ქურდი ზაზა ამბროლაძე ხელმძღვანელობდა, 46 წლის კრიმინალური ავტორიტეტის – ზვიად პაპიაშვილის საკითხი განიხილებოდა.
2008 წელს თბილისის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაპიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა კი საბერძნეთში მას ნიკოლოზ შალიბაშვილიც დაუპირისპირდა.
ფიზიკური დაპირისპირების ამბავი კალაშოვამდეც მივიდა. შაქრო კალაშოვმა შალიბაშვილს დაუჭირა მხარი და თქვა, რომ “ის ხელს ტყუილად არ დაარტყამდა”.
ამ შეკრებამდე პაპიაშვილს კრიმინალურმა ავტორიტეტმა მერაბ ჯანგველაძემ უთხრა, რომ ეს საკითხი აუცილებლად მშვიდობიანად მოეგვარებინა იმ კანონიერ ქურდებთან, ვისაც თბილისში დაუპირისპირდა, რადგან საბერძნეთში
მცხოვრები ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები მას, როგორც ქურდს, არ აღიარებენ.
პაპიაშვილმა უარი განაცხადა და თქვა, რომ ან ის დარჩებოდა ქურდად, ან – მისი მოწინააღმდეგეები.
პაპიაშვილი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და დროთა განმავლობაში მისი მხარდამჭერი “კანონიერი ქურდების” რიცხვიც მცირდება.
კვირის პალიტრა

