საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდასაბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში – ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა.

სტიქიურ უბედურებას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

იპნ