საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვასაბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქვეყნის უდიდესი მიგრანტთა ბანაკი დაიწვა.

ცეცხლის ლიკვიდირებას 25-მდე მეხანძრე ცდილობდა, მიგრანტთა ნაწილმა კი ევაკუაციისას დაზიანებები მიიღო.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, მიგრანტების პროტესტი გამხდარიყო, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდნენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბანაკში კარანტინი გამოცხადდა, რადგან ერთ-ერთ მიგრანტს კორონავირუსი დაუდასტურდა.ამ დროისთვის, ბანაკში ვირუსით ინფიცირების სულ 35 შემთხვევაა გამოვლენილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901.000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.