ჭდე: შვედეთი

შვედეთის ქალაქ მალმოში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა

შვედეთის ქალაქ მალმოში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა

შვედეთის ქალაქ მალმოში ხალხს, რომლებიც ეროვნული საფეხბურთო გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა, ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ავტომატური ტიპის იარაღიდან გახსნეს. დამატებითი დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

შვედებს ომისთვის ამზადებენ – რას მოიტანს კრიზისი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში?

შვედებს ომისთვის ამზადებენ -  რას მოიტანს კრიზისი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში?

ევროპელი ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ დღეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ისეთი კრიზისია, რომელიც არ ყოფილა ცივი ომის დამთავრების შემდეგ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებოს სურვილზე არაერთი განცხადება გაუკეთებიათ ტრამპსა და პუტინს, თუმცა სიტუაცია ორ სახელმწიფოს შორის სულ უფრო იძაბება. ამერიკული გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ 2018 წელს რუსეთი შეეცდება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიპყროს […]

იტალია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

იტალია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

პირველად 1958 წლის შემდეგ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც იტალიელებისთვის კატასტროფის ტოლფასია. იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო შვედეთის დამარცხება საკუთარ მოედანზე და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შვედებს გადაულოცა. განმეორებითი შეხვედრა მილანში, ლეგენდარულ სან სიროზე გაიმართა. პირველ მატჩში შვედებმა შეძლეს იტალიის დამარცხება 1:0, ამიტომ იტალიელებს მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ. განუწყვეტელი შეტევების მიუხედავად იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო გოლის […]

სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა

სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა

სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა იოჰან ერიქსონმა დაადასტურა. აკილოვი წარმოშობით უზბეკია და 2014 წელს მან შვედეთის მთავრობას თავშესაფარი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ხოლო 2017 წლის თებერვლიდან მას პოლიცია ეძებდა, იმისთვის რომ შვედეთიდან გაეძევებინათ. როგორც ჩანს აკილოვმა შურისძიება გადაწყვიტა და სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შემდეგაც 4 […]

შვედეთში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს საელჩო

შვედეთში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს საელჩო

შვედეთში საქართველოს საელჩო, სტოკჰოლმში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამასთან, სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428. – საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმარავლ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.