შვედეთში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს საელჩო

შვედეთში საქართველოს საელჩო, სტოკჰოლმში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამასთან, სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428.

– საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმარავლ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.