სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა

სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარასტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა იოჰან ერიქსონმა დაადასტურა.

აკილოვი წარმოშობით უზბეკია და 2014 წელს მან შვედეთის მთავრობას თავშესაფარი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ხოლო 2017 წლის თებერვლიდან მას პოლიცია ეძებდა, იმისთვის რომ შვედეთიდან გაეძევებინათ.

როგორც ჩანს აკილოვმა შურისძიება გადაწყვიტა და სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შემდეგაც 4 ადამიანი გარდაიცვალა.

შვედეთის მთავრობამ ამ ფაქტს ტერაქტი უწოდა, ხოლო აკილოვი კი სამართალდამცველებმა მალე დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა გარდაცვლილებს შორის 11 წლის გოგონაც არის.

ტერაქტი 7 აპრილს მოხდა, ხოლო აკილოვი კი ორ დღეში დააკავეს, თუმცა აქამდე მასზე მწირი ინფორმაცია იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აკილოვს 4 შვილი ჰყავს, რომლებიც უზბეკეთში ცხოვრობენ.