ჭდე: სირია

აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს

აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. „აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო“, – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა. მისივე თქმით, ობიექტის შერჩევა ისე […]

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sydney Morning Herald-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია და ოფიციალური ლონდონის ბრძანებას ელოდება. ასევე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრები სააღდგომო შვებულებიდან გამოითხოვა და საგანგებო სხდომა ჩაატარა. ამასთანავე კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე ბომბდამშენი Panavia Tornado-ც მზადყოფნაშია მოყვანილი. საჭიროების შემთხვევაში კი ოპერაციაში სამეფო ფლოტი 45 […]

2 ამერიკული ხომალდი სირიის ნაპირებთან მივიდა

2 ამერიკული ხომალდი სირიის ნაპირებთან მივიდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ორი ხომალდი დონალდ კუკი და პორტერი უკვე სირიის ნაპირებთანაა. საერთო ჯამში ორივე ხომალდზე 120 რაკეტა “ტომოჰავკია”, რომელთა მოქმედების რადიუსიც 2 ათასი კილომეტრია – შესაბამისად ისინი სირიის მთელი ტერიტორიას დაფარავენ.

ტრამპი რუსეთს აფრთხილებს – ”სირიას ჭკვიანი რაკეტებით დავბომბავთ, რომლებსაც ვერ ჩამოაგდებთ!”

ტრამპი რუსეთს აფრთხილებს - ”სირიას ჭკვიანი რაკეტებით დავბომბავთ, რომლებსაც ვერ ჩამოაგდებთ!”

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. დღეს […]

სირიელი ბავშვების სისხლი რუსეთის ხელებზეა 

სირიელი ბავშვების სისხლი რუსეთის ხელებზეა 

 გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც დამასკოს გარეუბანში სავარაუდო ქიმიურ შეტევას მიეძღვნა, აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უშუალო დამნაშავე რუსეთია.საბჭოს სხდომა 9 წევრი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, პოლონეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ქუვეითის, პერუსა და კოტ-დივუარის ინიციატივით ჩატრარდა. დასავლეთის ქვეყნები ბაშარ ასადის რეჟიმს აღმოსავლეთ გუტის დასახლებულ პუნქტ დუმში ქიმიური იარაღის […]

სირიაში ამერიკელების იერიშებს რუსები შეეწირნენ

სირიაში ამერიკელების იერიშებს რუსები შეეწირნენ

აშშ-ის იერიშების შედეგად, სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთიც ამერიკელი მაღალჩინოსანია, ხოლო ორი – საქმეში ჩახედული რუსი. წყაროების ცნობით, იერიშების დროს დაშავდა 200-იდან 300 მებრძოლამდე, რომლებიც ასევე დაქირავებულები იყვნენ. დღეს BBC-მ რამდენიმე უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით […]

თურქი ექსპერტები – „თურქეთი შეიძლება აიძულონ, ჩაებას მსხვილმასშტაბიან ომში“

თურქი ექსპერტები - „თურქეთი შეიძლება აიძულონ, ჩაებას მსხვილმასშტაბიან ომში“

სირიაში ომის დამთავრებულად გამოცხადების მიუხედავად, სირიაში მშვიდობა მოსალოდნელი არ იყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ბოლომდე დაშლილი არ არის. სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ რჩებიან მისი წევრი ჯიჰადისტები. სირიაში მოქმედებას აგრძელებენ ე.წ.ზომიერი ოპოზიციონერები, რომლებიც უპირისპირდებიან როგორც ასადის რეჟიმს, ისე „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ჯებხატ ან ნუსრას“. ამას ემატება თურქეთის ტრადიციული დაპირისპირება ქურთებთან. თურქეთის მხრიდან სირიის ქურთებით დასახლებულ […]

სირიაში 7 რუსული თვითმფრინავი განადგურდა

სირიაში 7 რუსული თვითმფრინავი განადგურდა

სირიაში ხმეიმიმის რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. ტერორისტებმა ბაზა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. თვითმფრინავების გარდა იარაღის საწყობიც განადგურდა. გუშინ კი სირიაში რუსული საბრძოლო ვერტმფრენის Ми-24-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ნიუპოსტი

ФСБ-მ ლარსის გამშვებ პუნტქზე ახალგაზრდა ტერორისტი ქალი დააკავა

ФСБ-მ ლარსის გამშვებ პუნტქზე ახალგაზრდა ტერორისტი ქალი დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის, ФСБ-ს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსზე” დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთში პოტენციალურ ტერორისტების გადაბირებას ახდენდა. რომელი ქვეყნის მოაქალაქეა დაკავებული ქალი, სამართალდამცველები არ აცხადებენ. “სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსის” მგზავრების ნაკადში გამოვლენილია და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელიც შემჩნეულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. დაკავებული ეჭვმიტანიალია […]

თურქეთის არმია სირიაში შევიდა

თურქეთის არმია სირიაში შევიდა

თურქეთის ჯარი და მძიმე ტექნიკა სირიის პროვინცია იდლიბში შევიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციაში თურქეთის არმიის განთავსება დეესკალაციის ზონის კონტროლის მიზნით მოხდა. NTV-ის ცნობით, სირიის საზღვარი თურქეთის 8 ტანკმა, 50-მა ჯავშანტექნიკამ და 200-მა სამხედრო მოსამსახურემ გადაკვეთა. 9 ოქტომბერს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა იდლიბში ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდიმირის განცხადებით, ანკარა ასტანის […]