ФСБ-მ ლარსის გამშვებ პუნტქზე ახალგაზრდა ტერორისტი ქალი დააკავა

ФСБ-მ ლარსის გამშვებ პუნტქზე ახალგაზრდა ტერორისტი ქალი დააკავარუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის, ФСБ-ს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსზე” დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთში პოტენციალურ ტერორისტების გადაბირებას ახდენდა. რომელი ქვეყნის მოაქალაქეა დაკავებული ქალი, სამართალდამცველები არ აცხადებენ.

“სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსის” მგზავრების ნაკადში გამოვლენილია და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელიც შემჩნეულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. დაკავებული ეჭვმიტანიალია ახალგაზრდების ტერორისტული სამიანობაში ჩართვაში და ე.წ. “რეკრუტების” სირიაში გამგზავრების დახმარებაში. “ჰიჯაბიანი გადამბირებლის” მსხვერპლთა შორის არაერთი რუსეთის მოქალაქეა,” – აცხადებენ ФСБ-ში.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალგაზრდა ქალი რუსეთში ნათესაური კავშირების გამო ჩამოვიდა. იგი უკვე დიდი ხანია აწარმოებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრთა გადაყვანას თურქეთ-სირიის საზღვარზე. ახალგაზრდა ქალი მამაკაცებს ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებოდა.

“მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, იგი კარგად ფლობს ფსიქოლოგიური მანიპულირების მეთოდებს. ქორწინების მოტივით, იგი ახალგაზრდა მამაკაცებს ადვილად უნერგავდა ექსტრემისტული მიმართულების რადიკალურ იდეებს და თაფლობის თვის ნაცვლად, ქორწინების რელიგიური რიტუალის დასრულების შემდეგ მისი მსხვერპლი პირდაპირ სირიაში მიემგზავრებოდა, რათა ტერორისტულ ორგანიზაციათა წევრი გამხდარიყო,” – აცხადებს უწყება.