თურქეთის არმია სირიაში შევიდა

თურქეთის ჯარი და მძიმე ტექნიკა სირიის პროვინცია იდლიბში შევიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციაში თურქეთის არმიის განთავსება დეესკალაციის ზონის კონტროლის მიზნით მოხდა.

NTV-ის ცნობით, სირიის საზღვარი თურქეთის 8 ტანკმა, 50-მა ჯავშანტექნიკამ და 200-მა სამხედრო მოსამსახურემ გადაკვეთა.

9 ოქტომბერს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა იდლიბში ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდიმირის განცხადებით, ანკარა ასტანის შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს მოსკოვთან კოორდინაციაში.

22 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განმარტა, რომ ასტანის შეთანხმების მიხედვით, თურქეთი პროვინციის შიგნით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რუსეთი – გარეთ.

სექტემბრის შუა რიცხვებში, სირიის მშვიდობის გარანტორი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და ირანი პროვინცია იდლიბის დეესკალაციის ზონების შესახებ შეთანხმდნენ.

პირველი