ჭდე: სკოლა

საქართველოში 5-17 წლის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის

საქართველოში 5-17 წლის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის

ბულგარეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში და საქართველოში გაეროს ბავშვთა  ფონდის ხელშეწყობით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართვის ორწლიანი საპილოტე პროგრამა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მიხედვით, 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის. (2016 წლამდე არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მშობლებს […]

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა. ამასთან, სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში: თბილისის #122 საჯარო […]

საქართველოს 20 სკოლაში სწავლის დაწყება 2 კვირით გადაიწევს

საქართველოს 20 სკოლაში სწავლის დაწყება 2 კვირით გადაიწევს

საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს. „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა ორი […]

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს, რომლებსაც აცრები არასრულად ან საერთოდ არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში აცრიან. მოზარდების იმუნიზაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადები იზრუნებენ, სპეციალისტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს ჩაატარებენ და საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობით, მოზარდებს ვაქცინაციას სკოლაშივე ჩაუტარებენ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მარინა დარახველიძემ. „მოხდება იმ კონტიგენტის შესწავლა, […]

“მოქალაქეობა”, ,,თავდაცვა და უსაფრთხოება“ – სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგნები შემოდის

"მოქალაქეობა", ,,თავდაცვა და უსაფრთხოება“ - სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგნები შემოდის

სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლაში ახალი საგანი ,,მოქალაქეობა“ დაემატებათ. მას მეშვიდე კლასში ასწავლიან და როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განგვიცხადეს, წიგნში ბევრ აქტუალურ თემაზე იქნება საუბარი. კიდევ ერთი საგანი, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შევა პროგრამაში ,,თავდაცვა და უსაფრთხოებაა“. მოცემულ სახელმძღვანელოში მოსწავლეები აგვისტოს ომის ისტორიას ისწავლიან. პროექტი, განათლების სამინისტროს ცნობით, საპილოტეა და თავდაცვის აკადემიასთან ერთად მომზადდა. […]

”არ ჰქონდა სახე, არ ჰქონდა ერთი ხელი და გულზე ქალის ტუფლი ედო” – ვინ იპოვეს ქუთაისის სკოლის ეზოში

”არ ჰქონდა სახე, არ ჰქონდა ერთი ხელი და გულზე ქალის ტუფლი ედო” - ვინ იპოვეს ქუთაისის სკოლის ეზოში

ქუთაისში 29-ე სკოლის ეზოში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ პალიტრავიდეოსთან ადგილობრივი მცხოვრები საუბრობს. ”ბევრი ხალხი იყო, პოლიციაც იყო მოსული, ეზოში იპოვეს. ამბობენ, რომ ეს კაცი იყო შარვალ-კოსტუმში დამარხული,  არ ჰქონდა სახე, ცალი ხელი ჰქონდა, ცალი არ ჰქონდა და გულზე ტუფლი ედო ქალის”. ”დამარხული რას ნიშნავს?” ”მიწა ეყარა ზევიდან, ერთ მეტრზე იყო მიწა ამოთხრილი და მიწა ეყარა […]

ბარსელონაში სკოლასთან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, პოლიციაა მობილიზებული

ბარსელონაში სკოლასთან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, პოლიციაა მობილიზებული

ბარსელონაში, ერთ-ერთი სკოლის შენობასთან ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული, სადაც თავშესაფრის მოლოდინში მყოფი ქართველები ცხოვრობენ. მათ შორის არიან ბავშვებიც. „კურიერის“ ინფორმაციით, ერთი ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პოლიციამ მათ ტელეფონები ჩამოართვა და ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს. ოჯახების ნაწილი თავშესაფრის მოლოდინშია, ნაწილი კი სკოლაში იმ მიზეზით ცხოვრობს, რომ მათ ბინის ქირის გადახდის საშუალება […]

რუსთავის სკოლაში 15 მოსწავლე მოიწამლა

აფეთქება დიღომში - 21 წლის ბიჭი, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აქვს, შოკურ მდგომარეობაშია

რუსთავში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე მოიწამლა. როგორც ცნობილი გახდა, ბავშვებმა სკოლის ბუფეტში ლობიანი ჭამეს, რაც მათი ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა. მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ისინი მალევე გაწერეს.

სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა ხდება

სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა  ხდება

სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა  ხდება. ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ეროვნულ მუზეუმში ისაუბრა. აღნიშნული თხოვნით პრემიერს საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ მიმართა. „ჩვენი სურვილი და მოწოდება არის ის, რომ საქართველოში, ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის ჩვენი უნიკალური საგალობლები” – აღნიშნა პრემიერმა. ნიუპოსტი

8 წლის ბავშვი მენინგოქცემიის დიაგნოზით ინფექციურში მოათავსეს – რა ხდება 87-ე სკოლაში

8 წლის ბავშვი მენინგოქცემიის დიაგნოზით ინფექციურში მოათავსეს - რა ხდება 87-ე სკოლაში

8 წლის ბავშვი 26 ნოემბერს მენინგოქცემიის დიაგნოზით ინფექციურში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო თუმცა ახლა დამაკმაყოფილებელია. ბავშვი 21 ნოემბრის შემდეგ სკოლაში არ მისულა, მაგრამ მშობლები დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ. ვირუსის საშიშროების გამო, მათ ბავშვები 87-ე სკოლაში არ დაყავთ. დეზინფექციის არ ჩატარების გამო ისინი, აქციის ჩატარებას გეგმავენ. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მომხდარი ფაქტის გამო ჯანდაცვის სამინისტროს უკვე […]