სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა ხდება.
ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ეროვნულ მუზეუმში ისაუბრა.
აღნიშნული თხოვნით პრემიერს საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ მიმართა.
„ჩვენი სურვილი და მოწოდება არის ის, რომ საქართველოში, ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის ჩვენი უნიკალური საგალობლები” – აღნიშნა პრემიერმა.
ნიუპოსტი

