8 წლის ბავშვი მენინგოქცემიის დიაგნოზით ინფექციურში მოათავსეს – რა ხდება 87-ე სკოლაში

8 წლის ბავშვი მენინგოქცემიის დიაგნოზით ინფექციურში მოათავსეს - რა ხდება 87-ე სკოლაში8 წლის ბავშვი 26 ნოემბერს მენინგოქცემიის დიაგნოზით ინფექციურში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო თუმცა ახლა დამაკმაყოფილებელია.

ბავშვი 21 ნოემბრის შემდეგ სკოლაში არ მისულა, მაგრამ მშობლები დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ.

ვირუსის საშიშროების გამო, მათ ბავშვები 87-ე სკოლაში არ დაყავთ. დეზინფექციის არ ჩატარების გამო ისინი, აქციის ჩატარებას გეგმავენ.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მომხდარი ფაქტის გამო ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს და ელოდებიან პასუხს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება.