ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიანახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს, რომლებსაც აცრები არასრულად ან საერთოდ არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში აცრიან. მოზარდების იმუნიზაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადები იზრუნებენ, სპეციალისტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს ჩაატარებენ და საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობით, მოზარდებს ვაქცინაციას სკოლაშივე ჩაუტარებენ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მარინა დარახველიძემ.

„მოხდება იმ კონტიგენტის შესწავლა, რომელიც სექტემბერში სკოლაში წავა, როგორი იმუნური სტატუსის არის. თუ ერთად თავი მოიყარა დიდი ოდენობით ისეთმა ბავშვმა, რომლებსაც არასრული იმუნური სტატუსი აქვს იმის გამო, რომ ან ერთხელ არის აცრილი, ან არასდროს არ არის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს და უფრო რელევანტური იყოს ადგილზე ბრიგადის მისვლა” – აღნიშნა მარინა დარახველიძემ.