ჭდე: სტამბოლი

სტამბოლის ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა – 4 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლის ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა - 4 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლის რაიონ ბიუკჩეკმეჯში, ერთ-ერთ ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 6. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ „Daily Sabah“-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მეხანძრეებმა გადაარჩინეს 20 ადამიანი, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ შენობის სახურავზე. ექვსი დაშავებულიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მოათავსეს ოთხი დაშავებული მეხანძრე. დაღუპულები და საავადმყოფოში გადაყვანილები უცხოელები არიან. ხანძრის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ფაბრიკის […]

სტამბოლში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის სროლა იყო – მოკლულია ქართველი თ.პ.

სტამბოლში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის სროლა იყო - მოკლულია ქართველი თ.პ.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. CNN TURK- ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპულია ორი ადამიანია, ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი – საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ […]

სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - 4 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლში ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა და სამოქალაქო პირებს შორის არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით ავიაკატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართავობა გახდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტი საფრენი აპარატის დასმას ინდუსტრიულ ზონაში ცდილობდა. თურქეთის პროკურატურამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

სტამბოლში ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ამის შესახებ ინფორმაციას Haberturk-ი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით დაღუპულია 1 და დაშავებულია 6 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. შემთხვევა კარტალის რაიონში მოხდა. კორპუსში 12 ბინა იყო, ადგილზე საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული. Haberturk-ი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. […]

სტამბოლის სკვერში 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ყელგამოჭრილი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

სტამბოლის სკვერში 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ყელგამოჭრილი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

თურქეთში 47 წლის საქართველოს მოქალაქე – ლუხუმ ჯანჯარია მოკლეს. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. მამაკაცს სახეზე დაზიანებები და ყელი, სავარაუდოდ, ბასრი დანით აქვს გამოჭრილი. ოჯახი […]

სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლა მოხდა

სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლა მოხდა

სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო, მომხდარის სხვა დეტლები ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. თურქული მედიის ცნობით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი, რომლის მიზეზის დადგენს ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს […]

სტამბოლში დავით ალხანაშვილი, იგივე “დათო პანკისკი” მოკლეს

"თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ"- რა გახდა ბათუმში 24 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?

თურქეთში, სტამბოლის ერთერთ რესტორანში საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით მოკლეს. 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე “დათო პანკისკი” პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან არის, თუმცა, მისი მშობლები თელავის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები გარდაცვალების ადასტურებენ, თუმცა, მედიასთან კომენტარს არ ალეთებენ.ცხედრის გადმოსვენების პროდურები უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ალხანაშვილი შურისძიების მიზნით, “კანონიერი ქურდის”, ზაქარია კალაშოვის, იგივე “შაქრო მოლოდოის” გარემოცვამ […]

სტამბოლში 52 წლის ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში 52 წლის ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში, 52 წლის ქართველი ქალი ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლეს. მოკლულია მოხუციც რომელსაც ემიგრანტი უვლიდა.ინფორმაციას სტამბოლში საქართველოს საკონსულო ადასტურებს: “ქ.სტამბოლში,ბუიუქჩექმეჯეს რაიონში,მოხდა მკვლელობა. კერძო სახლში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე,მოკლულ იქნენ ბლაგვი საგნის ჩარტყმით. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და […]

სტამბოლში აშშ-ს საელჩოსთან ისრაელის დროშა დაწვეს

სტამბოლში აშშ-ს საელჩოსთან ისრაელის დროშა დაწვეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო. სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის […]