სტამბოლის ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა – 4 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლის რაიონ ბიუკჩეკმეჯში, ერთ-ერთ ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 6. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ „Daily Sabah“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეხანძრეებმა გადაარჩინეს 20 ადამიანი, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ შენობის სახურავზე. ექვსი დაშავებულიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მოათავსეს ოთხი დაშავებული მეხანძრე. დაღუპულები და საავადმყოფოში გადაყვანილები უცხოელები არიან. ხანძრის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ფაბრიკის 15 თანამშრომელი ჩვენების მისაცემად პოლიციაში გადაიყვანეს.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019