სტამბოლში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის სროლა იყო – მოკლულია ქართველი თ.პ.

სტამბოლში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის სროლა იყო - მოკლულია ქართველი თ.პ.თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

CNN TURK- ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც.

სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპულია ორი ადამიანია, ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი – საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება. სხვა დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი.