სტამბოლში 52 წლის ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში 52 წლის ქართველი ქალი მოკლესსტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში, 52 წლის ქართველი ქალი ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლეს. მოკლულია მოხუციც რომელსაც ემიგრანტი უვლიდა.ინფორმაციას სტამბოლში საქართველოს საკონსულო ადასტურებს:
“ქ.სტამბოლში,ბუიუქჩექმეჯეს რაიონში,მოხდა მკვლელობა. კერძო სახლში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე,მოკლულ იქნენ ბლაგვი საგნის ჩარტყმით. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და ოფიციალურ შეტყობინებას”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიუპოსტი