ჭდე: სტრასბური

სტრასბურმა რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შეჩერება გააუქმა

2008 წლის აგვისტოს ომი - ცხინვალში მცხოვრები ოსი მოქალაქეების 3 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″–ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. სასამართლომ ვაზაგაშვილების სასაგრებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში […]

”საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა გვირჩევნია” – სტრასბურის ტყე-პარკი ქართველი ემიგრანტების თავშესაფრად იქცა

”საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა გვირჩევნია” - სტრასბურის ტყე-პარკი ქართველი ემიგრანტების თავშესაფრად იქცა

ქართველების კარვების ქალაქები ევროპაში სულ უფრო მრავლდება. სტრასბურის ტყე-პარკი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოდან ჩასული ემიგრანტების თავშესაფრად იქცა. ათობით ქართველი ღამეს კარვებში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ათენებს, სააბაზანო სივრცე ხეების ძირში აქვთ მოწყობილი და საკვებს ნაჭრის კარადაში ინახავენ. უმძიმეს პირობებში საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ხელისუფლებისგან დევნილის სტატუტის მიღებას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა ურჩევნიათ. […]

სტრასბურში ჯაბა უბილავა დაიღუპა – ის მოტოციკლით მატარებელს შეასკდა

სტრასბურში ჯაბა უბილავა დაიღუპა - ის მოტოციკლით მატარებელს შეასკდა

ლაშა გოგოლაძემ ფეისბუქში დაწერა: “საშინელი ტრაგედია სტრასბურგში! ავტოკატასტროფას ახალგაზრდა ქართველის ჯაბა უბილავას სიცოცხლე ემსხვერპლა ერთ-ერთი ვერსიის ის მოტოციკლით რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელს გადაჭარბებული სიჩქარით შეასკდა და ბორბლებ ქვეშ მოჰყვა ცხედარს უკვე გაუკეთეს ექსპერტიზა და უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოში გადასვენება.”

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. France Info წერს, რომ შერიფ შექათი ქალაქ მეინაუს ერთ-ერთ სასაწყობე მეურნეობას აფარებდა თავს, სადაც მას პოლიციამ ესროლა და მოკლა. ეჭვმიტანილს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები ჰქონდა და რადიკალი ისლამისტი საპყრობილეში ყოფნისას გახდა. 29 წლის ეჭვმიტანილი ექსტრემისტების სიაში იყო. მანამდე როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, თავდამსხმელს 720 პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების […]

სროლა სტრასბურის ბაზრობაზე – მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია 11

სროლა სტრასბურის ბაზრობაზე - მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია 11

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 ადამიანი, 11 კი დაჭრილია. ფრანგული მედია იუწყება, შესაბამისი ორგანოები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ. ადგილზე სტრასბურში საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ბოროტმოქმედი. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მისი ძებნის სპეცოპერაცია. ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. ასევე […]

მარიამ ჯიშკარიანმა კოტე კემულარიას სტრასბურში დავა მოუგო – სახელმწიფო მას 1.500 ევროს გადაუხდის

მარიამ ჯიშკარიანმა კოტე კემულარიას სტრასბურში დავა მოუგო - სახელმწიფო მას 1.500 ევროს გადაუხდის

იუსტიციის ყოფილ მინისტრ კოტე კემულარიასთან ქართულ სასამართლოებში წაგებული დავების საქმეზე, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა საქართველოს სახელმწიფოს დავა სტრასბურში მოუგო. სახელმწიფომ დავა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან წააგო. საქმე ეხება 2005 წელს იუსტიცის ყოფილი მინისტრის კოტე კემულარიას განცხადებას, რომელიც მან მარიამ ჯიშკარიანის მისამართით გააკეთა. „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ის კორუფციაში […]

სტრასბურში საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა

სტრასბურში საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევას სტრასბურში საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია იდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შეჯახებისას მანქანაში ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა. ორივე მათგანი საფრანგეთის მოქალაქეა. მოზარდები საავადმყოფოშია არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად. საქართველოს […]

თამარ ალანია, ლალი ფაფიაშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ოთარ სიჭინავა – ვის აარჩევს მთავრობა სტრასბურისთვის?

დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი სტრასბურის სასამართლოში  მიმდინარე კვირას გაიგზავნება

სტრასბურის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ კანდიდატები მთავრობისთვის წარსადგენად უკვე შეარჩია. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კენჭისყრის შედეგად, მთავრობას კომისიის მიერ წარედგინება თამარ ალანიას, ლალი ფაფიაშვილის, იოსებ ბაჩიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა ლალი ფაფიაშვილმა მიიღო.

თამარ ალანია – “გვანცა ყუფარაძეს განაჩენი სწორად გამოვუტანე… მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი”

თამარ ალანია - "გვანცა ყუფარაძეს განაჩენი სწორად გამოვუტანე... მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი"

– მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი – წინა კონკურსზე ქულების რაოდენობით რიგით მეოთხე ვიყავი და აბსოლუტურად ლეგიტიმურად მაქვს იმის პრეტენზია და უფლება, რომ კონკურსში კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ სტრასბურის მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროში გასაუბრების დაწყებამდე განუცხადა. რაც შეეხება ყოფილი პატიმრის გვანცა ყუფარაძისადმი გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას და მისი […]

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას შეხვედრას სთავაზობს – ”სტრასბურამდე განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას შეხვედრას სთავაზობს - ”სტრასბურამდე განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საკონსტიტუციო რეფორმაზე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ უმრავლესობა მზად არის, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ ჩაატაროს ოპოზიციურ პარტიებთან. – ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა […]