სტრასბურმა რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შეჩერება გააუქმა

სტრასბურმა რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შეჩერება გააუქმასტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″–ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
სასამართლომ ვაზაგაშვილების სასაგრებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

პირველი