არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას შეხვედრას სთავაზობს – ”სტრასბურამდე განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას შეხვედრას სთავაზობს - ”სტრასბურამდე განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საკონსტიტუციო რეფორმაზე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ უმრავლესობა მზად არის, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ ჩაატაროს ოპოზიციურ პარტიებთან.

– ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ წარმოვადგენთ საქართველოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურში შეხვედრამდე განვიხილოთ კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ტექნიკურად მზად ვართ ამ შეხვედრისთვის, უმრავლესობის აპარატი დაუკავშირდება ყველა პოლიტიკურ პარტიას, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიუპოსტი