საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლასაფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

France Info წერს, რომ შერიფ შექათი ქალაქ მეინაუს ერთ-ერთ სასაწყობე მეურნეობას აფარებდა თავს, სადაც მას პოლიციამ ესროლა და მოკლა.

ეჭვმიტანილს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები ჰქონდა და რადიკალი ისლამისტი საპყრობილეში ყოფნისას გახდა. 29 წლის ეჭვმიტანილი ექსტრემისტების სიაში იყო.

მანამდე როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, თავდამსხმელს 720 პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ეძებდა.

ეჭვმიტანილი 1989 წელს დაბადებული, 29 წლის შერიფ შექათი წარმოშობით მაროკოელი, საფრანგეთის მოქალაქე იყო.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა 11 დეკემბერს მოხდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.