ჭდე: სტრასბურის სასამართლო

ანი ნადარეიშვილი – ”ბაჩო ახალაია თეთრაძის საქმეზე სტრასბურში იჩივლებს”

ანი ნადარეიშვილი - ”ბაჩო ახალაია თეთრაძის საქმეზე სტრასბურში იჩივლებს”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზეა მსჯავრდებული, საქმეს სტრასბურში წაიღებს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მისმა ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ორი ინსტანციის მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. როგორც ნადარეიშვილი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნადარეიშვილი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანონით განსაზღვრულ – 6 თვის ვადაში […]

2008 წლის აგვისტოს ომი – ცხინვალში მცხოვრები ოსი მოქალაქეების 3 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

2008 წლის აგვისტოს ომი - ცხინვალში მცხოვრები ოსი მოქალაქეების 3 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურის სასამართლომ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ დაუშვებლად სცნობ. ამავე ინფორმაციით, სტრასბურის სასამართლომ დღეს სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე – “ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; “კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; “ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული […]

დეპუტატ გიუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებმა დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურში 50.000 ევროიანი საქმე მოუგეს

ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა სტრასბურისთვის ბრძოლას აგრძელებენ

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. სტრასბურგის სასამართლომ, საქმეში “მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ”, სახელმწიფოს ჯამში 50.000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა, საიდანაც 28.000 ევრო დავით მინდაძეს, ხოლო 16.000 ევრო ვალერიან ნემსიწვერიძეს მორალური ზიანისათვის უნდა გადაუხადოს. დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს და დამნაშავედ 2007 […]

საქართველოდან სტრასბურის მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

საქართველოდან სტრასბურის მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

საქართველოდან სტრასბურის სასამართლოში მოსამართლედ, ხმათა დიდი უმრავლესობით, ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც ამჟამად სტრასბურში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ლადო ჭანტურიას ასამბლეის 120 წევრმა მისცა ხმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დილიდან დაიწყო ფარული წესით ხმის მიცემის პროცედურა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად […]

სტრასბურის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

სტრასბურის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელი “გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ” ახლანდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2010 წელს მოამზადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1992 წელს დაბადებული გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. გვანცა ყუფარაძის ადვოკატები სისხლის სამართლის პროცედურების სამართლიანობასა და პატიმრობის პირობებს ასაჩივრებდნენ. ყუფარაძე მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის საქმის […]

ლალი აფციაური: “სტრასბურმა გადაწყვეტილება ნაციონალების ჩარევის შედეგად მიიღო”

ლალი აფციაური: "სტრასბურმა გადაწყვეტილება ნაციონალების ჩარევის შედეგად მიიღო"

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურმა შეჩერების ღონისძიება უვადოდ გააგრძელა, რუსთავი 2-ის დასაცავად გამართული აქციები აქტუალურობას არ კარგავს. სტრასბურის გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს ადვოკატი, უფლებადამცველი ლალი აფციაური, რომელიც `ახალი თაობის~ კითხვებს პასუხობს. _ ქალბატონო ლალი, თქვენ არაერთხელ გქონიათ შეხება სტრასბურის სასამართლოსთან. როგორია თქვენი შეფასებები? _ სტრასბურის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს. მან დროებით შეაჩერა აღსრულება, რომ არხი გადაცემოდა ქიბარ […]

სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა

სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა

დღეს სტრასბურის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს. ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე […]

თეა წულუკიანი: სტრასბურის სასამართლოში გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო

თეა წულუკიანი: სტრასბურის სასამართლოში გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო

ცოტა ხნის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის მიერ სტრასბურში წარდგენილი საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთავი 2-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა. მისი თქმით, რუსთავი 2–მა მოითხოვა, რომ საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილება მანამ, სანამ სტრასბურის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და […]

ნიკა გვარამია: ”სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა”

ნიკა გვარამია: ”სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა”

სტრასბურის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. _ მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან სასიხარულო ცნობა მოვიდა, სასამართლომ პირველად საკუთარ ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ. სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: _ 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ […]