სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა

სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელადღეს სტრასბურის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა.

ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.
ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

_ გავიმარჯვეთ! გაგრძელდა დროებითი ღონისძიება უვადოდ! _ წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.