საქართველოდან სტრასბურის მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

საქართველოდან სტრასბურის მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიესსაქართველოდან სტრასბურის სასამართლოში მოსამართლედ, ხმათა დიდი უმრავლესობით, ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც ამჟამად სტრასბურში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ლადო ჭანტურიას ასამბლეის 120 წევრმა მისცა ხმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დილიდან დაიწყო ფარული წესით ხმის მიცემის პროცედურა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად საქართველოდან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ წარდგენილნი.