სუსის მიერ დაკავებული იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი ყოფილი დეპუტატი მერაბ ხურციძეა

სუსის მიერ დაკავებული იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი ყოფილი დეპუტატი მერაბ ხურციძეა3.500 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვისთვის დაკავებულია პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და იუსტიციის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი, მერაბ ხურციძე.

სუს-ი ამტკიცებს, რომ დაკავებული თანხას ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს სძალავდა.

საქმის მასალების მიხედვით, ხურციძე ქრთამს მოქალაქეებისგან გამოსახლების გადავადებაში იღებდა.

– მას ედავებიან კარგი საქმის კეთებაში ფულის აღებას. კონკრეტულად კი გამოსახლების გარკვეული დროით გადავადებაში თანხის აღებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას. დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ როგორც იურისტი, ამ საქმეში პროვოკაციის ნიშნებს ვხედავ. საქმის მასალების მიხედვით არის ფარული ჩანაწერები. ადამიანი, რომელმაც მას ეს ფული შესთავაზა, რა თქმა უნდა, იყო გამოძიებასთან თანამშრომლობდა, ჩაწერა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მას უსმენდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მტკიცებულებები, რაც მსჯელობის და არსებითი განხილვის საგანია, – უთხრა “ტვ პირველს” დაკავებულის ადვოკატმა.
დაკავებულ მაღალჩინოსანს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტვ პირველი