მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდა

მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდადღეს სუსმა 3 პირი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

დაკავება მუხიანში განხორციელდა. რომლის დროსაც დასაკავებელმა პირებმა გაქცევა სცადეს.

შედეგად გობრონიძის ქუჩაზე ავარია მოხდა.

ინფორმაცია “მთავარს” სუს-შიც დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავების ღონისძიებისას სამმა პიროვნებამ მიმალვა სცადა, რომლის დროსაც შეჯახება მოხდა.

სამივე ბრალდებული დაშავებულია, ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.