ჭდე: თამარ ჩერგოლეიშვილი

„ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს“ – ჩერგოლეიშვილი გიული ალასანიას

„ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს“ - ჩერგოლეიშვილი გიული ალასანიას

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „2016 წელს ყველა კვლევა აჩვენებდა რომ სააკაშვილის ლიდერობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარსაც კი არ უნდა – მთელ მოსახლეობაზე არაფერს ვამბობ! კვლევებს მალავდნენ – ვერაგი ამოცანით, რომ ემტკიცებინათ რომ მიშას გარეშე ნულები ვართ. სააკაშვილის დევნილობის მთელი 9 წელი სააკაშვილი ითხოვდა მისი ჩამოსვლის მოთხოვნით გრანდიოზული აქციების გამართვას – ვუხსნიდით რომ ეს შეუძლებელია, […]

„გიგას კოვიდი დაუდასტურდა… ცოტა ხნით მოგერიდებით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

გიგა ბოკერია პარლამენტში მოპარული ტელეფონით დადის

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მიწისძვრის დროს მეძინა და გამაღვიძა. კესოსთან გავიქეცი. მეთქი ხო არ შეეშინდა. მაგიდის ქვეშ იჯდა წყნარად. აქ რა გინდა მეთქი და სკოლაში მასწავლესო. პ.ს. და გიგას კოვიდი დაუდასტურდა, სიმპტომები თითქმის არ აქვს. ასე რომ ცოტა ხნით მოგერიდებით. ჩვენამდეც მოაღწია, მართალია დასუსტებულმა, მაგრამ მაინც.“

„ორი თვე იბრძოლა… ხვალ 77 წლის ხდებოდა“ – გიგა ბოკერიას მამა გარდაიცვალა

„ორი თვე იბრძოლა... ხვალ 77 წლის ხდებოდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაიცვალა

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდაიცვალა გიგა ბოკერიას მამა, ლევან ბოკერია. „ლელო ორი თვე იბრძოლა. ისე მინდოდა, რომ ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ – გველაპარაკა. აღარ გვყავს. გული გაჩერდა. ხვალ 77 წლის ხდებოდა.“

“სააკაშვილს ვინც ჰპირდებოდა, ჩამოდი და ასიათასობით ქართველი გაგათავისუფლებსო, თავად მანდატს ვერ ელევა?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გია კორკოტაშვილს ქუჩაში გამოსვლას ავუკრძალავდი, მაგრამ..."

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “სააკაშვილს ვინც ჰპირდებოდა, ჩამოდი და ქუჩაში ასიათასობით ქართველი დადგება, ციხის კარს მოგლეჯს, გაგათავისუფლებს და სულთნად აგირჩევსო (და ამით ულაყებდნენ თავს, წლები), თავად პარლამენტარის მანდატს ვერ ელევა?”

თამარ ჩერგოლეიშვილი – “დამბურძგლა, ლამისაა, რკინის ჯებირები შევჭამო!”

ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტს - “სენსიტიურ თემებზე, იმ მთავრობასთან მაინც გაიარე კონსულტაცია, რომელმაც მოგათრია”

თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ძალიან ძლევამოსილია უზურპირებულ პარლამენტში მოღვაწე დეპუტატების სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ისეთ დაუმორჩილებელ სულს აღვივებს, ლამისაა რკინის ჯებირები შევჭამო! დამბურძგლა – პლენარულ სხდომებს გავაცდენო, ლელომ”

თამარ ჩერგოლეიშვილი – “მიშა გრძელვადიანი ციხისთვის მზად არაა და ურჩევნია მოკვდეს”

თამარ ჩერგოლეიშვილი - "სააკაშვილი სრულიად ბრიყვული იდეებით გამოდის"

თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს თავზე. მე მინდა მჯეროდეს, რომ ის ციხეში არ მოკვდება. ოღონდ მე ასევე მჯეროდა, რომ ის ხანგრძლივად ციხეში წასვლისთვის მზად არ არის და არ ჩამოვიდოდა, მაგრამ შევცდი – ჩაჯდა არაჟნის ტრაილერში და ჩამოვიდა. თუ ჩემი შეგრძნება მართალი იყო, მიშა გრძელვადიანი ციხისთვის მზად არაა და ურჩევნია მოკვდეს – […]

„სისხლი რომ ჩამოსდიოდათ კედელზე, ის არხი გვესაუბრება სიძულვილზე“ – ჩერგოლეიშვილი „იმედზე“

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გია კორკოტაშვილს ქუჩაში გამოსვლას ავუკრძალავდი, მაგრამ..."

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „იმედმა თქვა ევროპული საქართველოს კლიპი სიძულვილით სავსეა და არ გავუშვებთ ეთერშიო. სისხლი რომ ჩამოსდიოდათ კედელზე, სისხლიანი 9 წლის აღსანიშნავად, და ჰეროკრატია რომ repeat mode-ზე აქვს დაყენებული, ის არხი გვესაუბრება სიძულვილზე. და სიძულვილი გამოიხატება იმაში, რომ მოღალატეებად და კორუმპირებულებად მოვიხსენიებთ ქართულ ოცნებას და ადამიანებს დახმარებას ვთავაზობთ თუ მათ უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით […]

თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას უპრინციპო და ფლიდი უწოდა

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გია კორკოტაშვილს ქუჩაში გამოსვლას ავუკრძალავდი, მაგრამ..."

გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დაყენებას თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება ფოთში. რელევანტურად დარჩენის სასოწარკვეთილი გზაა. ვწუხვარ, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანი განასახიერებს ყველაფერს, რის გამოც ნორმალურ, წესიერ ადამიანს, შეიძლება პოლიტიკა უპრინციპო და ფლიდი ადამიანების ბინძურ საქმედ მიაჩნდეს.”

„შემეცოდნენ, მოფერება მომინდა…“ – ჩერგოლეიშვილი ნაციონალების მხარდამჭერებზე

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გია კორკოტაშვილს ქუჩაში გამოსვლას ავუკრძალავდი, მაგრამ..."

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „2016 წელს ნაცმოძრაობამ არჩევნები რომ წააგო, მაგათთან ვიყავი ოფისში. სასოწარკვეთილი იყო ხალხი. რამდენიმე მათგანი გულწრფელად მიმტკიცებდა, რომ სარფიდან ახლა მიშა შემოვა. ისე შემეცოდნენ – მოფერება მომინდა, მეთქი მომადეთ თავი მხარზე თქვე ბრიყვებო. მართლა სჯეროდათ.“

თამარ ჩერგოლეიშვილი – “ჩვენ ვართ ფასეულობების ომში”

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გია კორკოტაშვილს ქუჩაში გამოსვლას ავუკრძალავდი, მაგრამ..."

თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ყველა, ვისაც ჰგონია რომ LGBTQ თემის, ან რომელიმე სხვა ჯგუფის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების იგნორირებით, ან მიჩქმალვით მოვიგებთ ფასეულობების ომს, არის უკეთეს შემთხვევაში იდიოტი, უარეს შემთხვევაში – ბოროტმოქმედი. ჩვენ არ ვართ ივანიშვილთან, როგორც სახელთან და გვართან, ომში. ჩვენ ვართ ფასეულობების ომში. ივანიშვილი, პატრიარქი, პუტინი – ამ ომის მეორე მხარეა. […]