თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს თავზე.
მე მინდა მჯეროდეს, რომ ის ციხეში არ მოკვდება.
ოღონდ მე ასევე მჯეროდა, რომ ის ხანგრძლივად ციხეში წასვლისთვის მზად არ არის და არ ჩამოვიდოდა, მაგრამ შევცდი – ჩაჯდა არაჟნის ტრაილერში და ჩამოვიდა.
თუ ჩემი შეგრძნება მართალი იყო, მიშა გრძელვადიანი ციხისთვის მზად არაა და ურჩევნია მოკვდეს – მე არ ვიცი, მას როგორ უნდა დავეხმაროთ.
რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ მისი სიკვდილი ქვეყანას ძალიან მძიმე დაღად დარჩება და ამაში მართლები ვიქნებით – ივანიშვილის რეჟიმს ეს ქვეყანა არ ადარდებს, ივანიშვილის რეჟიმის და საქართველოს ეროვნული ინტერესები ხშირად ერთმანეთს გამორიცხავს.
ამიტომ ისევ სააკაშვილს თუ ვთხოვთ, რომ ქვეყანაზე იფიქროს – შიმშილობა შეწყვიტოს, ეს ქვეყანა მომავალი ტრავმებისგან დაიცვას და ცოცხალი იყოს.
და კიდევ ერთი:
ძალიან, ძალიან ცუდია რაც ახლა ნაცმოძრაობაში ხდება მიშას ინტერესებისთვის.
ძალიან ცუდია, როდესაც მიშას ხელქვეითები და მხარდამჭერები ერთმანეთს მიშას ერთგულებაში ეჯიბრებიან და ერთმანეთს ლანძღავენ, ეჭვიანობენ, აბრალებენ, რომ ვიღაცეები მიშასთვის სათანადოდ არ იბრძვიან და რაღაც მზა რეცეპტები არსებობს.
ასეთი ურთიერთბრალდებები სააკაშვილისთვისაა პირველ რიგში ძალიან დამაზიანებელი და დააზიანა კიდეც.
მისი ადამიანური მხარის დავიწყებამ, მტკიცებამ, რომ “მიშა უშეცდომოა”, მტკიცებამ რომ “მიშა მხოლოდ გამარჯვებებისთვის დაიბადა” გამოიწვია ეს სიგიჟე და ვისაც დაავიწყდა, დროა გაიხსენოს, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია მომხდარა.”

