„ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს“ – ჩერგოლეიშვილი გიული ალასანიას

„ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს“ - ჩერგოლეიშვილი გიული ალასანიასთამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„2016 წელს ყველა კვლევა აჩვენებდა რომ სააკაშვილის ლიდერობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარსაც კი არ უნდა – მთელ მოსახლეობაზე არაფერს ვამბობ!

კვლევებს მალავდნენ – ვერაგი ამოცანით, რომ ემტკიცებინათ რომ მიშას გარეშე ნულები ვართ.

სააკაშვილის დევნილობის მთელი 9 წელი სააკაშვილი ითხოვდა მისი ჩამოსვლის მოთხოვნით გრანდიოზული აქციების გამართვას – ვუხსნიდით რომ ეს შეუძლებელია, რომ ხალხს მისი საკითხი არ ანაღვლებს, სხვა თემები ანაღვლებს.

2019 წელს მის სახელს ვერ ახსენებდნენ აქციებზე – უბრალოდ შეუძლებელი იყო, ტალახს ესროდნენ.

ყველა მოღალატედ შეგვრაცხა – ვინც რეალობის ახსნას ცდილობდა, მისი მანქურთებიც აიყოლია, გვბლოკა, მტრებად გამოგვაცხადა, ტალახს გვესროდა, ცილს გვწამებდა – ცოდვას ჩადიოდა!

ხოდა აი ახლა დედამისს ეს უკვირს!

დიახ ქალბატონო გიული – ჩვენ ვუხსნიდით რომ ქართველ ხალხს ის არ უნდა და მოღალატეებს გვიწოდებდა.

ახლა ზის იქ, სადაც ზის – მე ის პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია და როცა ჩემი ნება იქნება, აუცილებლად გავათავისუფლებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს.

გამომივა თუ არა, არ ვიცი – მაგრამ ძალიან შევეცდები!“