თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„იმედმა თქვა ევროპული საქართველოს კლიპი სიძულვილით სავსეა და არ გავუშვებთ ეთერშიო.
სისხლი რომ ჩამოსდიოდათ კედელზე, სისხლიანი 9 წლის აღსანიშნავად, და ჰეროკრატია რომ repeat mode-ზე აქვს დაყენებული, ის არხი გვესაუბრება სიძულვილზე.
და სიძულვილი გამოიხატება იმაში, რომ მოღალატეებად და კორუმპირებულებად მოვიხსენიებთ ქართულ ოცნებას და ადამიანებს დახმარებას ვთავაზობთ თუ მათ უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნიან.
ჯერ სად ხართ – ძალიან კარგი შინაარსი გელით წინ.
P.S. და რა ნაივურობაა იმის ფიქრი, რომ ასეთი მოქმედებებით უფრო არ გავზრდით ინტერესს იმის მიმართ, რასაც ინტერნეტით ისედაც ყველგან გავავრცელებთ.“

