მარტვილის მუნიციპალოტეტ სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორმა რევაზ აფხაზავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას მედიას მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უდასტურებენ. უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჭდე: თავის ჩამოხრჩობა
ფოთის მერიაში მისმა თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო
აბაშაში 17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო – მან წერილი დატოვა, რომელშიც ოჯახზე წერს
წუხელ აბაშაში 17 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გოგონამ წერილი დატოვა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. წერილში მოზარდი ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „შეჩერდით“, – მოუწოდებენ ფსიქოლოგები საზოგადოებას, როცა საქმე სუიციდის რომანტიზებას ეხება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ თემის კამპანიური ხასიათით წარმოჩენა […]
დუშეთში 25 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლიქოკის ხეობაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, 25 წლამდე ქალმა საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 2020 ნიუსი
ბორჯომის ტყეში 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს
ზესტაფონში გოგონამ 22 წლის ძმა ტუალეტში ჩამომხრჩვალი ნახა
გოგა წურწუმიამ ციხეში თავი ჩამოიხრჩო
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმარმა, ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ “კურიერს” სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გიორგი წურწუმიამ 2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე, პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა. სასჯელაღსრულების სამინისტოს ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ […]
17 წლის მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, ჯუბა მარგველაშვილია
პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 17 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. გასულ წელს, მან ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე, ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მასზე პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებდნენ. 17 წლის თერჯოლელი ბიჭი ჯუბა მარგველაშვილი იყო. „პრაიმტაიმი“ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორს, დავით ნიშნიანიძეს ესაუბრა. „ჯუბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის შარშან […]
თერჯოლაში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო
“მეგობრებს დაემშვიდობა და ბაღში ჩავიდა” – რუსთავში დედამ 27 წლის ვაჟიშვილი ჩამომხრჩვალი იპოვა
რუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარ ბაღში ჩამოიხრჩო. როგორც “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა, მისივე ცნობით გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვნა. სუიციდის მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორუსთავი