მარტვილში სკოლის დირექტორმა რევაზ აფხაზავამ თავი მოიკლა

მარტვილში სკოლის დირექტორმა რევაზ აფხაზავამ თავი მოიკლამარტვილის მუნიციპალოტეტ სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორმა რევაზ აფხაზავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ინფორმაციას მედიას მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უდასტურებენ. უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.