“მეგობრებს დაემშვიდობა და ბაღში ჩავიდა” – რუსთავში დედამ 27 წლის ვაჟიშვილი ჩამომხრჩვალი იპოვა

"მეგობრებს დაემშვიდობა და ბაღში ჩავიდა" - რუსთავში დედამ 27 წლის ვაჟიშვილი ჩამომხრჩვალი იპოვარუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარ ბაღში ჩამოიხრჩო.

როგორც “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა,

მისივე ცნობით გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვნა. სუიციდის მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორუსთავი