გოგა წურწუმიამ ციხეში თავი ჩამოიხრჩო

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმარმა, ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ “კურიერს” სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გიორგი წურწუმიამ 2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე, პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

სასჯელაღსრულების სამინისტოს ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 -ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

გიორგი წურწუმია 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიუსაჯა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი