17 წლის მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, ჯუბა მარგველაშვილია

17 წლის მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, ჯუბა მარგველაშვილიაპრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 17 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო.

გასულ წელს, მან ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე, ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მასზე პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებდნენ. 17 წლის თერჯოლელი ბიჭი ჯუბა მარგველაშვილი იყო. „პრაიმტაიმი“ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორს, დავით ნიშნიანიძეს ესაუბრა.

„ჯუბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის შარშან ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ჯუბა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც იყო.

ამბობენ, სახლში ხანძრის გაჩენის შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნო და ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღოო. მას სკოლაში ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ათოსანი იყო. ძალიან გვიმძიმს ამ ამბავთან შეგუება,“ – ამბობს დავით ნიშნიანიძე.

რამდენიმე დღის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევის ადგილზე ის დედამ ნახა.

გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.