ჭდე: თბილისი

თბილისში სანაპიროზე 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. შემთხვევა წუხელ, 15 აპრილს, მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ტაქსის მძღოლმა ლატვიის მოქალაქე გაიტაცა

"დღეს ისეთი ტაქსის მძღოლი შემხვდა, სტრავინსკის უსმენდა ბოლო ხმაზე..."

ლატვიის მოქალაქე თბილისში ტაქსის მძღოლმა გაიტაცა – ინფორმაციას ოთარ აბესაძე ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საქართველოში რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჩამოფრინდა, ტაქსის მძღოლმა კი აეროპორტიდან ფულის გამოძალვის მიზნით, მოტყუებით, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ლატვიის მოქალაქემ დარეკვა და გაფრთხილება, რომ ის და მისი მეგობარი გაიტაცეს მოასწრო. დღეს დილით პოლიციამ მათ კახეთის გზაზე მიაკვლია. ტაქსის მძღოლი ჯერ დაკავებული არაა. “იტყობინებოდა, […]

თბილისში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

თბილისში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, 5 აპრილს გვიან ღამით, სამგზავრო მატარებელი კაცს დაეჯახა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დაშავებული მე-8 საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული 1995 წელს არის დაბადებული. იმედინიუსი

თბილისში ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 5 – სისხლიანი გარჩევა ბიზნესის გამო

თბილისში ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 5 - სისხლიანი გარჩევა ბიზნესის გამო

თბილისში, ლაგუნა ვერეს უკან,2 ადამიანი მოკლეს. ურთიერთშელაპარაკებისას კიდევ, სულ მცირე 5 ადამიანია დაჭრილი. სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ფულის განაწილება გახდა. ვერაზე კრიმინალური გარჩევა ორ ჯგუფს შორის მოხდა.  ერთმანეთს კანონიერი ქურდი დავით ყალიჩავას და კრიმინალური ავტორიტეტის ლევან მარღიას მხარეები დაუსპირისპირდნენ. კრიმინალური გარჩევა დავით ყალიჩავას წარმომადგენელმა, ზუგდიდელმა ავტორიტეტმა ხვიჩა ცხაკაიამ დაგეგმა. გარჩევა დავით შენგელიას ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ბიზნესში […]

თბილისში ტაბიძეზე მანქანა ვოლტის სკუტერს შეეჯახა

თბილისში ტაბიძეზე მანქანა ვოლტის სკუტერს შეეჯახა

31 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში – ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილი “ვოლტის” კურიერს შეეჯახა, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული 24 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მას გვიან ღამით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაშავებული ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რუსთავი 2

თბილისში შარტავაზე მანქანა ტროტუარზე ბავშვს დაეჯახა

თბილისში შარტავაზე მანქანა ტროტუარზე ბავშვს დაეჯახა

თბილისში, შარტავას ქუჩაზემ სწრაფად მოსიარულე მანქანა ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მთავარი

თბილისში მანქანის ევაკუაციის ფასი 60-დან 150 ლარამდე იზრდება

თბილისში მანქანის ევაკუაციის ფასი 60-დან 150 ლარამდე იზრდება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის. კერძოდ, როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს. ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა. ბიპიენი

თბილისში სანაპიროზე ავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა

თბილისში სანაპიროზე ავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულია 2 ადამიანი. მათივე განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მომხდარის გამო სანაპიროზე შეფერხებული იყო ავტომანქანების მოძრაობა.

როდემდე გაგრძელდება თბილისში უამინდობა

როდემდე გაგრძელდება თბილისში უამინდობა

ყველაზე დიდი თოვლი ბოლო წლების განმავლობაში – თბილისში ისევ თოვს. ტემპერატურა 2 გრადუსია და, როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ეს ტემპერატურა პარასკევამდე შენარჩუნდება. ქალაქში თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. მანქანებს ზოგიერთ წერტილში გადაადგილება უჭირთ, თუმცა გზები ინტენსიურად იწმინდება და, ამ ეტაპზე, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზების საავტომობილო დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, ავტომობილებით მხოლოდ ზამთრისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ. […]

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს. როგორც დაზარალებული „ პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, ორმა კაცმა მოულოდნელად გააჩერა მანქანა, დაუწყეს შეურაცხმყოფელი საუბარი, მათგან ერთ-ერთი კი ფიზიკურად შეეხო. მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომელიც „პრაიმტაიმს“ თავად მიაწოდა. „დიდუბის ტერიტორიაზე გავჩერდი, რადგან ყავა მინდოდა მეყიდა, ყავის ლოდინში ძალიან სწრაფად მოვიდა  შავი ავტომობილი. ავტომობილიდან ორი ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, დამცინავი არშიყი დამიწყეს […]