ჭდე: თბილისი

თბილისში ნიკოლაძეზე ტაქსიში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა

თბილისში ნიკოლაძეზე ტაქსიში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა

თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, 8 მარტს გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორეს კი ცივი იარაღით. ადგილობრივების მტკიცებით, შემთხვევა ტაქსიში მსხდომ ადამიანებს შორის მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 19 – 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის […]

თევდორე მღვდელზე ხანძარი იყო

ნაძალადევში სახლი დაიწვა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ხანძარი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მეხანძრე-მაშველებმა ხანდაზმული ქალი უვნებლად გამოიყვანეს.

“ბოლოს ლილოში ნახეს” – თბილისში 25 წლის ოთოს ეძებენ

"ბოლოს ლილოში ნახეს" - თბილისში 25 წლის ოთოს ეძებენ

თბილისში 25 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც დაკარგულის და აცხადებს, ბოლოს ბიჭი ლილოს დასახლებაში შენიშნეს. “დაიკარგა ჩემი ძმა ოთო, 25 წლის. არის შშმ პირი. წუხელ დაახლოებით საღამოს 8 საათიდან ცხრის ნახევრამდე პერიოდში სახლიდან გამოვიდა და დაიძრა დიდი ვარაუდით პატარძეულიდან თბილისის მიმართულებით. აცვია შავი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსი. ბოლო კვალი ლილოს დასახლებაში იკვეთება”, – აცხადებს დაკარგულის […]

ღარიბაშვილი – “სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყოს, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში”

ღარიბაშვილი - "საქართველოს ჩაკეტვა და ლოკდაუნი არ იგეგმება"

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომს რუსეთი ჯერ თბილისში დაიწყებდა, შემდეგ კიევში. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საკუთარი განცხადების გასამართლებლად წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. “და ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?! ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ […]

თბილისში საბურთალოზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის

თბილისში საბურთალოზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აკრძალულია. ორ შენობაზე რამდენიმე ადგილას ღია ცეცხლის კერებია. „პრაიმთაიმი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დეტალებს არკვევს.

ბრიტანელი გამომძიებლები ბასილაშვილის საქმეზე თბილისში ჩამოვიდნენ

ბასილაშვილი ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ 175.000 დოლარს მიიღებს

ბრიტანელი გამომძიებლები თბილისში,  ჩოგბურთის ფედერაციაში იმყოფებიან. ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებელთა ჯგუფს სავარაუდოდ  კითხვები ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით ექნებათ. საქმე საქართველოს პირველი ჩოგანის  ჩაწყობილ თამაშებთან შესაძლო კავშირს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილი გაყიდულ თამაშებში მონაწილეობდა.ლონდონიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოსულმა ჯგუფმა ბასილაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია 22 თებერვალს დაიწყო. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბასილაშვილს ბრალი არ დაუდასტურდება. – ხშირი კომუნიკაცია გვაქვს […]

3 რაიონი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდება

3 რაიონი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდება

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, კვლევის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,4%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.2%-ით მეტია. თუმცა, ქირის ფასი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 16.3%-ით, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კი – 9,3%-ით არის გაზრდილი. ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, […]

თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია მიწისძვრის ეპიცენტრი და სიმძლავრე. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დიდ დიღომში და საბურთალოზე. პირველადი ინფორმაციით, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა””, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისში ჯიპი მოტოციკლეტს დაეჯახა

თბილისში ჯიპი მოტოციკლეტს დაეჯახა

ცოტა ხნის წინ თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი და მოტოციკლეტი ერთმანეთს შეეჯახნენ. არიან დაშავებულები. ინფორმაციას და ფოტოს ფეისბუქ ჯგუფი “ჩემი ქალაქი მკლავს” აქვეყნებს.

დიღომში ფარმადეპოს აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა

დიღომში ფარმადეპოს აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში დიღმის მასივში “ფარმადეპოს” ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება იყო. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებუ​ლა.